თბილისს დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში სამი პირველი დიპლომატები ქართველ კოლეგასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ მემორანდუმს თანამშრომლობის ახალი ფორმატის - "თბილისის კონფერენციის" დაფუძნების შესახებ.