ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ფიფას პრეზიდენტს უპირისპირდება. დიეგო მარადონა იოზეფ ბლატერს კორუფციაში ადანაშაულებს. "ბლატერი კორუმპირებულია. ამ ადამიანს აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, მაშინ, როდესაც ცხოვრებაში ბურთისთვის ფეხი არ დაურტყამს. ფიფას პრეზიდენტობას არსებული კანდიდატებიდან მხოლოდ იორდანიის პრინცი იმსახურებს,"-აცხადებს მარადონა.