სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პან კინ ჰე 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად რუსეთში პრეზიდენტის მრჩეველი იუნ სან ჰიონი გაემგზავრება. სეულის გადაწყვეტილება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. სამხრეთ კორეა ერთ-ერთია აზიის იმ ქვეყნებიდან, რომელიც უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას გმობს.