თეთრი სახლის ლიდერი კუბელ კოლეგას შეხვდა. პანამაში ამერიკის ქვეყნების სამიტზე ბარაქ ობამამ და რაულ კასტრომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და რამდენიმე წუთი ისაუბრეს. დღეს საღამოს კი ორი ქვეყნის ლიდერების ოფიციალური შეხვედრა გაიმართება. სამიტის დაწყებამდე თეთრი სახლის ლიდერმა ღიად განაცხადა, რომ ვაშინგტონი ლათინური ამერიკის ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს.