ტიუმენის მშობელთა კომიტეტმა ქალაქის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, ლეგენდარული მსახიობის, ლია ახეჯაკოვას, მომღერალ დიანა არბენინასა და სხვა ანტირუსულად განწყობილი ცნობილი მოღვაწეებს საჯარო გამოსვლების უფლება არ მისცენ. "საინფორმაციო ომი ყველა ფრონტზე მიმდინარეობს. კულტურის ზოგიერთი მოღვაწე რელიგიურ სიმბოლიკებს შეურაცხყოფს, ისეთი არტისტები კი, როგორებიც არიან მაკარევიჩი, ახეჯაკოვა, არბენინა და სხვები, ღიად აკეთებენ ანტირუსულ, არაპატრიოტულ განცხადებებს, რაც ჩვენთვის მიუღებელია,"-ნათქვამია "პატრიოტთა" მიმართვაში. ტიუმენში 12 აპრილს ლია ახეჯაკოვას მონაწილეობით სპექტაკლი უნდა გაიმართოს. ამავე დღეს კონცერ4ტის გამართვას გეგმავს ჯგუფი "ღამის სნაიპერებიც" გეგმავს, რომლის ლიდერიც დიანა არბენინაა. კულტურის ორივე მოღვაწე რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის გამო მწვავედ აკრიტიკებს.