პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის მეგობარს რამინ მამედოვს 10 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მამედოვს აღმკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
მამედოვს, საგამოძიებო ორგანო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება.
დაკავებული მამედოვის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ რამინ მამედოვზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
რამინ მამედოვის ახლობლების განმარტებით, მას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება "ჩაუდეს".