უკრაინის გენერალური პროკურატურა ექსპრემიერ ტიმოშენკოს საქმის მასალების გაუჩინარების ფაქტს იძიებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ვიქტორ შპონკამ განაცხადა. მისივე განმარტებით, პროკურატურიდან გამქრალია როგორც იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის, ისე საიდუმლო მასალები, რომელიც ექსპრემიერის საქმეს ეხებოდა. იულია ტიმოშენკო იანუკოვიჩის ხელისუფლებამ 2011 წლის 5 აგვისტოს რუსეთთან არამომგებიანი საგაზო კონტრაქტის დადების ბრალდებით დააპატიმრა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქვეყნიდან იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ ტიმოშენკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს.