იაცენიუკის მთავრობაში კორუფციულ ფაქტებს სპეციალური კომისია გამოიძიებს, რომელიც ორი საპარლამენტო კომიტეტის წევრებით დაკომპლექტდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესმა რადამ მიიღო. ინიციატივას მხარი 228 დეპუტატმა დაუჭირა. როგორც "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" ფრაქციის ლიდერი იური ლუცენკო აცხადებს, გამოძიების დასრულებამდე პრემიერი იაცენიუკის პოსტიდან გადაყენება არ იგეგმება.