იურმალაში ივლისის დასაწყისში "ახალი ტალღის" ალტერნატიული ფესტივალი ჩატარდება. Laima Vaikule Rendez-vous ფესტივალს ორგანიზებას ცნობილი ლატვიელი მომღერალი ლაიმა ვაიკულე გაუწევს. "ეს იქნება ზაფხულის სასიამოვნო საღამოები, რომელშიც მონაწილეობას ჩემი მეგობრები და ის ადამიანები მიიღებენ, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ჩვენ ერთად ვიმღერებთ,"-აცხადებს ლატვიელი პოპ-დივა. იურმალაში რუსული ესტრადის ვარკვლავების მონაწილეობით მუსიკალური ფესტივალი ყოველწლიურად 2014 წლამდე ტარდებოდა.