იემენში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. არაბულმა კოალიციამ ამბოხებულთა პოზიციებზე იერიში რამდენჯერმე მიიტანა. საჰაერო დარტყმები ადენში სამთავრობო შენობებზე განხორციელდა, რომლებსაც ამ დრომდე ხუსიტები აკონტროლებენ. მასშტაბური სამხედრო ოპერაცია კოალიციამ იემენში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუსიტმა ამბოხებულებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.