საერთაშორისო საბალეტო კონკურში გამარჯვებული ქართველი მოცეკვავეები სამშობლოში დაბრუნდნენ. ახალგაზრდებმა იტალიის ქალაქ ბარიში ცეკვის შეჯიბრებაში მიიღეე მონაწილეობა. სამშობლოში დაბრუნებულ ახალგაზრდებს აეროპორტში გულშემატკივრებმა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლის წარმომადგენლებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. საბალეტო დასის სოლისტებმა ორ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო საბალეტო სასწავლებლის მოსწავლეებმა სოლო შესრულებისთვის მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს. ფესტივალში მონაწილე ქართველი მოცეკვავეები იაპონიაში გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებადაც მიიწვიეს. ღონისიება ყოველწლიურად ტარდება, თუმცა მასში ქართველებმა მონაწილეობა წელს პირველად მიიღეს.