პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის დაკავებული მეგობრის, რამინ მამედოვის მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, გამომძიებლებს მათთან შეკითხვები აბულაძის შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ქონდათ. მათივე ცნობით, მამედოვი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 8 აპრილს დააკავეს, რაც არა ნარკოტიკებს, არამედ აბულაძის საკითხს უკავშირდება.