შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პოლიციელის მკვლელს შალვა აბულაძეს მოუწოდებს საკუთარი სურვილით ჩაბარდეს პოლიციას.
,,მე მოვუწოდებ ამ ადამიანს, რომ გამოცხადდეს, ჩაბარდეს პოლიციას და კანონის ფარგლებში მოხდება მისი გასამართლება", - განაცხადა გომელაურმა, რომელიც ქაშუეთის ტაძარში მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბექა მარგიშვილი 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან საპატრულო ეკიპაჟის მისამართით ცეცხლის გახსნას ემსხვერპლა.
უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი საავადმყოში მიყვანისთანავე დაიღუპა. დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი კი, რომელიც დაიჭრა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
პოლიციელს ბექა მარგიშვილს დღესვე დაკრძალავენ.