პარი სენ ჟერმენის ლიდერი ზლატან იბრაგიმოვიჩი ბრწყინვალე ფორმაშია. მისმა ჰეტ-ტრიკმა პარიზელებს საშინაო შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა. საფრანგეთის თასის შეხვედრაში სენ ჟერმენმა სენტ-ეტიენი დაამარცხა. ანგარიში შეხვედრის 21-ე წუთზე ზლატანმა პენალტით გახსნა. 25-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, რის შემდეგაც თამაშის სადავეები პარიზელთა ხელში გადავიდა. 61-ე წუთზე სტუმართა კარში ლავესიმ გაიტანა, 81-ე და 90-ე წუთზე კი იბრაგიმოვიჩმა მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა. ფინალში პარიზელთა მეტოქე ოსტერი იქნება, რომელიც საფრანგეთის მე-2 დივიზიონში გამოდის.