ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში მადრიდის რეალმა რაიო ველეკანო დაამარცხა. გასვლაზე მადრიდელებმა 2:0 ითამაშეს. ანგარიში შეხვედრის 68-ე წუთზე რონალდუმ გახსნა, 73-ე წუთზე კი ანგარიში 2-მდე ხამეს როდრიგესმა გაზარდა. ამჟამად სატურნირო ცხრილში ბარსელონა ლიდერობს, რომელსაც რეალი 4 ქულით ჩამორჩება.