დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება. მედიკოსთა განცხადებით, პაციენტი აპარატულ სუნთქვაზე აღარ იმყოფება. მას სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. ინსპექტორ-გამომძიებელს, ბექა მარგიშვილსა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს, ვალერიან გრძელიშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შალვა აბულაძემ მოულოდნელად ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შედეგად, მარგიშვილი დაიღუპა, გრძელიშვილი კი მძიმედ დაიჭრა.