ინციდენტი პეკინის ქუჩაზე. გვიან ღამით საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოგდებული ტელევიზორი ქალბატონს ფეხზე დაეცა. სახლის ფანჯრიდან ტელევიზორი და საოჯახო ნივთები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალბატონმა გადმოყარა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალი კი, რომელმაც ნივთები ფანჯრიდან გადაყარა, დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.