ბორჯომში პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის ტავერნა დაწვეს.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია ტავერნა "ნია", რომელიც პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილ და მიმალულ შალვა აბულაძეს ეკუთვნის.
ცეცხლი ტავერნას სამზარეულოში გაჩნდა და შენობის დიდი ნაწილი სრულად გაანადგურა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობს.