კრამატორსკის პროკურორისა და მისი მოადგილეების კაბინეტების ჩხრეკისას პოლიციამ 110 ათასი დოლარი და 2,7 მილიონი გრივენი ამოიღო. ჩხერეკა მას შემდეგ ჩატარდა, რაც მარიუპოლში კრამატორსკის პროკურორი ანდრეი სუხინი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დაკავება დონეცკის ოლქის ახალი პროკურორის წარდგენისას მოხდა. დარბაზში გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეც იმყოფებოდა.