რუსეთის პირველმა კომუნისტმა ამჯერად კრიტიკის ქარ-ცეცხლში რუსული სატელევიზიო სერიალი "სამშობლო" გაატარა. "მე ამ სერიალის რამდენიმე სიუჟეტს ვუყურე და გარწმუნებთ, მასში ის სამშობლოა ნაჩვენები, რომლისაც ახალგაზრდებს უნდა სცხვენოდეთ. ნაცვლად იმისა, რომ ამ სახელწოდებით გადაღებულ ფილმში რეალობა და სიმართე აჩვენონ, ისინი პორნოგრაფიას აჩვენებენ,"-განაცხადა ზიუგანოვმა. სერიალ "სამშობლოს" რეჟისორი პაველ ლუგინია, მთავარ როლს კი ფილმში ვლადიმერ მაშკოვი თამაშობს.