სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში 1700-მდე ერაყელი სამხედრო მოსამსახურე იყო დასაფლავებული. ისინი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ტყვედ გასული წლის ზაფხულში აიყვანეს და სიკვდილით დასაჯეს. ტიკრიტი ერაყის არმიამ ჯიჰადისტებისგან ორი კვირის წინ გაწმინდა და ქალაქზე კონტროლი სრულად აღადგინა.