ნოვგოროდელი დიზაინერი ანა ლესნიკოვა ირწმუნება, რომ გარდაცვლილი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვისგან ბავშვი დარჩა. ამჟამად დანილა 17 წლის არის და მამას ძალიან ჰგავს. lifenews-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლესნიკოვა ნემცოვთან გაცნობის ეპიზოდსაც იხსენებს. "ჩვენ ერთი ქალაქიდან ვართ. ის გუბერნატორი იყო, მე კი იმ დროისათვის ცნობილი დიზაინერი ვიყავი. ერთმანეთს ბედმა დაგვაკავშირა. ის პატარა ბიჭივით იქცეოდა, დაცვას მუდმივად ეპარებოდა, მეგობრებს მანქანას ართმევდა და დამასეირნებდა. ჩვენ ძალიან რომანტიული ურთიერთობა გვქონდა და ეს ურთიერთობა ბოლომდე ასეთი დარჩა,"-აცხადებს დიზაინერი.