გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაქქეინი პოლიტიკური კარიერის დასრულებას არ აპირებს. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 78 წლის პოლიტიკოსი არიზონას სენატორად კენჭს მეექვსედ იყრის. პირველად ის კონგრესის უმაღლეს პალატაში 1986 წელს შევიდა.