უმაღლეს რადაში დაძაბულობაა. დეპუტატთა ჯგუფმა პარლამენტის ტრიბუნის ბლოკირება მოახდინა. ისინი პრემიერ იაცენიუკის გადადგომას და მთავრობაში არსებული კორუფციის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ, რისთვისაც მათი თქმით, სპეციალური საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. "ჩვენ ტრიბუნასთან ვიდგებით მანამ, სანამ კომისია არ შეიქმნება. სწორედ ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს, არის თუ არა მთავრობაში კორუფცია,"-აცხადებს დეპუტატი იური ლევჩენკო.