შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ლევან ქ. მკვლელობის ბრალდებით მცხეთის რაიონ სოფელ მამკოდაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, საღამოს საათებში, სოფელ მამკოდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1962 წელს დაბადებულ ბესარიონ დ-ს გულმკერდისა და კისრის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბესარიონ დ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ლევან ქ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოღებულია. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით).