ოპოზიცია ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე პოლიტიკოსის ძეგლის დადგმას მოითხოვს. შესაბამისი ინიციატივით მათ მოსკოვის მერს, სერგეი სობიანინს მიმართეს. ოპოზიციონერის მკვლელობიდან დღეს 40 დღე გავიდა. ნემცოვის ხსოვნას დღეს მისმა მეგობრებმა, თანამოაზრეებმა და ოჯახის წევრებმა მოსკვორეკის ხიდზე მიაგეს, სადაც 28 თებერვლის ღამეს პოლიტიკოსს ესროლეს.