თურქეთში ფენერბახჩეს ავტობუსზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააპატიმრეს. დაკავებულთა რაოდენობა და ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. საფეხბურთო კლუბის ავტობუსზე თავდასხმა 4 აპრილს განხორციელდა, რის შედეგადაც მძღოლი მძიმედ დაიჭრა. მომხდარის გამო თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატი შეაჩერა.