ათენი ბერლინისგან მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა "კატიმერინი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი რეპარაციის სახით 279 მილიარდი დოლარის მიღებას შეეცდება. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო.