ნიგერიაში ისლამისტები გააქტიურდნენ. „ბოკო ჰარამის“ მებრძოლები გამთენიისას თავს სოფელ კვაჯაფას დაესხნენ. თავდასხმას სოფლის 24 მცხოვრები ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. „ბოკო ჰარამის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას სამთავრობო ძალები უკვე რამდენიმე თვეა, მეზობელი ქვეყნების დახმარებით ატარებენ.