იემენში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. შეტაკებები საპორტო ქალაქ ადენში მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ხუსიტ ამბოხებულთა პოზიციები მოკავშირეებმა ზღვიდან დაბომბეს. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. მასშტაბური სამხედრო ოპერაცია არაბული ქვეყნების კოალიციამ ამბოხებულთა წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუსიტებმა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს.