სამართალდამცავებზე თავდასხმების ფონზე იუსტიციის მინისტრისთვის გაუგებარია, თუ რატომ ფერხდება პარლამენტში ""იარაღის შესახებ"" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა. თეა წულუკიანის განცხადებით, მან პრემიერ-მინისტრის დავალებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტს ცვლილებათა პაკეტი რამდენიმე თვის წინ წარუდგინა. დეპუტატი ეკა ბესელია კი განმარტავს, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. საკითხის შემდგომი განხილვისთვის კანონმდებლები იურიდიული კომიტეტის დასკვნას ელოდებიან.