ცნობილ რუს ოპოზიციონერს ილია პონომარიოვს სადეპუტატო ხელშეუხებლობას მოუხსნიან. გენერალური პროკურატურის მოთხოვნა ცოტა ხნის წინ სახელმწიფო დუმის სარეგლამენტო კომიტეტმა დააკმაყოფილა. საკითხს პარლამენტის სხდომაზე ხვალ განიხილავენ. ამჟამად "სამართლიანი რუსეთის" ყოფილი წევრი შეერთებულ შტატებში იმყოფება და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს.