უკრაინაში უკრაინული ენა ერთადერთი სახელმწიფო ენა იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა. "ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ საზოგადოების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორად იყო გაყოფილი. დღეს კი მოსახლეობის 3/4-ზე მეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ენა ქვეყანაში უნდა იყოს ერთი და ის უნდა იყოს უკრაინული,"-აღნიშნა პოროშენკომ.