ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევის ადვოკატები საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემას მოითხოვენ. ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" იტყობინება. დაცვის მხარის განცხადებით, ნაფიცი მსაჯულების დარწმუნება იმაში, რომ დადაევი უდანაშაულოა, გაცილებით ადვილი იქნება. დადაევმა მკვლელობა ორჯერ აღიარა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება იძულებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.