პარი სენ ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონატში კვლავ ლიდერის პოზიციაზეა. გასვლითი შეხვედრა პარიზელებმა მარსელს მოუგეს. ანგარიში შეხვედრის 30-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლი სენ ჟერმენის კარში ანდრე პიერ ჟინიაკმა გაიტანა. 5 წუთში ანგარიში ბლეზ მატიუდიმ გაათანაბრა, ტაიმის მიწურულს კი ჟინიაკმა დუბლი გაიფორმა და მასპინძლები ისევ დააწინაურა. შეხვედრის მეორე ნახევარში მარკინიოსმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა, 2 წუთში კი ავტოგოლი ჟერემი მორელიმ გაიტანა. შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით 2:3 დასრულდა. ამჟამად სენ ჟერმენი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, მეორე და მესამე პოზიციებს კი ლიონი და მარსელი ინაწილებენ.