ხარკოვში ავიაქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი კუთვნილ ხელფასს ითხოვენ, რომელიც აგვისტოს შემდეგ არ აუღიათ. ქარხნის ხელმძღვანელობა 43 მილიონიანი დავალიანების გადახდის პირობას აპრილის ბოლომდე დებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასების გაცემა არ დაიწყება, ქარხნის თანამშრომლები პერმამენტული აქციებითა და გაფიცვებით იმუქრებიან.