რუსთავში მიკროავტობუსი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მე-19 მიკრორაიონში, #11 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,მერსედეს სპრინტერის" მარკის სამარშრუტო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ერთი საათი მოანდომეს.
თვითმხილველთა თქმით, ადგილზე მდგომ, ცარიელ მანქანას ჯერ კვამლი აუვიდა, შემდეგ კი ცეცხლი მოეკიდა. ზოგიერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ მანქანა აფეთქდა.
როგორც თვითმხილველები ვარაუდობენ, #19 მარშრუტის რუსთავ-თბილისის მიკროავტობუსს გაუმართავი გაზის აპარატურის გამო გაუჩნდა ცეცხლი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია მოკვლევა.