მასშტაბური ტერორისტული აქტები ეგვიპტეში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქაირო და ალექსანდრია გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ქაიროში ზამალეკის რაიონში საავტომობილო ხიდთან ამოქმედდა, ალექსანდრიაში კი წმინდა რაფაელის ტაძარს ცეცხლი მიკროავტობუსიდან გაუხსნეს. ტერაქტებს ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, 7 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.