საბერძნეთი საერთაშორისო სავალუტო ფონდათან არსებული დავალიანების გადახდას იწყებს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, იანის ვარუფაკუსის განცხადებით, ათენი საგარეო ვალების ნაწილს 9 აპრილს გადაიხდის. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინა ლეგარდმაც დაადასტურა.