იტალიის სანაპირო დაცვის მაშველებმა 1500-მდე არალეგალი ემიგრანტი დაღუპვისგან იხსნეს. აფრიკელი ემიგრანტები იტალიის ტერიტორიაზე შეღწევას ხმელტაშუა ზღვით აპირებდნენ. ადგილზე მისულმა მაშველებმა გემებიდან მათი ევაკუაცია განახორციელეს. ემიგრანტები იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად გადასვლას სისტემატიურად ცდილობენ, რასაც დღემდე 3 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.