ისლამისტური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიაში აღდგომის დღეს ქრისტიანული ტაძარი ააფეთქეს. თელ-ნასრის ისტორიული ტაძარი მთლიანად განადგურდა. მდინარე ხაბურის ხეობაში ეს ქრისტიანული ტაძრების აფეთქების მეხუთე შემთხვევაა. ხეობა ძირითადად ასირიელებით არის დასახლებული.