ფენერბახჩეს ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს
თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი არ შეწყდება. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა სებაჰიტინ ოზთურქმა განაცხადა. ჩემპიონატის შეწყვეტა საფეხბურთო კლუბმა ფენერბახჩემ რიზეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოითხოვა. აეროპორტისკენ მიმავალ ფენერბახჩეს ავტობუსს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მძღოლი დაიჭრა, ფეხბურთელებიდან კი არავინ დაშავებულა. ადგილობრივი რიზესპორტი ფენერბახჩემ 1:5 გაანადგურა.