მოსკოვი იემენის კონფლიქტში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ლავროვის უწყების განმარტებით, იემენის ხელისუფლების მიერ გამოთქმული ეჭვი იმის შესახებ, თითქოსდა ხუსიტ ამბოხებულებს იარაღით რუსეთი ამარაგებს, უსაფუძვლოა. სახელმწიფო გადატრიალებმა ხუსიტებმა იემენში ერთი თვის წინ მოაწყვეს, რის შედეგადაც პრეზიდენტი მანსურ ჰადი ქვეყნიდან გაიქცა. ამჟამად ამბოხებულთა წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას არაბული ქვეყნების კოალიცია ატარებს.