რამდენად აქვს მარგველაშვილს უფლება 16 000 კვ/მ ფართობის სასახლეში იყოს, როდესაც მას მხოლოდ 6 000 კვ/მ სჭირდება?, - - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 2030"-ში განაცხადა.
მისი თქმით, მარგველაშვილი იმეორებს ოპოზიციის განცხადებებს როგორც საყდრისთან, ისე ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით.
„არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კანონდარღვევას არ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ არსებოსბ კითხვა - რამდენად აქვს მარგველაშვილს უფლება 16 000 კვ/მ ფართობის სასახლეში იყოს, როდესაც მას მხოლოდ 6 000 კვ/მ სჭირდება, რომელიც მთავრობამ გაურემონტა და ახლა გააკეთა განცხადება ობიექტის პრივატიზაციის შესახებ. რას ჰქვია ეს? 10 000 კვ/მ არის ჭარბი მისთვის, მე უკვე გავაკეთე მინიშნება და არავის აინტერესებს _ ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით, ცდილობს ხიდები ააგონ და კრიტიკაში არ ჩაერთონ, მთავრობა ვერ ბედავს, უმრავლესობა კეკლუცობს. აბა ნახეთ, 10 000 კვ/მ ისეთ ადგილზე, სადაც ის სასახლე დგას, თვეში მინიმუმ 15-20 დოლარი ღირს კვადრატის გაქირავება, გადაამრავლეთ და ეს 5 მილიონი ლარია, ამას ემატება კომუნალური ხარჯები 900 000. 5-6 მილიონი ლარია, რომელსაც ეს კაცი თავისი ფუფუნებისთვის არ თმობს და აქვს ამის უფლება?", - განაცხადა ივანიშვილმა.