დღეს, 6 აპრილს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეებს გიორგი კაკაურიძესა და დავით ლეჟავას მოუსმენენ.
სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა (AMMAR)” დაფინანსების ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელებენ.
კანონმდებლების წინაშე მომხსენებლებით ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და დავით ლეჟავა წარსდგებიან.
საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად გამოიყო სესხი 8,610 000 SDR -ის დაახლოებით (12.3 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით, შემდეგი ფინანსური პირობებით:
სესხის თანხა 12.3 მლნ ა შშ დოლარი, სესხის ხანგრძლივობა: 25 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი, საპროცენტო განაკვეთის: წლიური 1.25 %, მომსახურების საკომისიო: წლიური 0.75 %.
პროექტი ითვალისწინებს მცირემიწიანი ფერმერებისათვის შემოსავლების გაზრდის მიზნით,სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, გადამუშავების, რეალიზაციის სფეროში ინვესტიციების სტიმულირებას.
ასევე პროექტის მიზანია სოფლებში მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და სიღარიბის დაძლევა.
პროექტი განხორციელდება სხვადასხვა რეგიონებში, პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ ადგილებს სადაც მოსახლეობა დაბალ შემოსავლიანია და ამავდროულად არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალი.
პროექტს განახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო