დედაქალაქის საკრებულომ დღეს 2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. რიგგარეშე სხდომის ძირითადი საკითხი სწორედ ბიუჯეტში სესატანი ცვლილებებია. კენჭისყრამდე კი დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კომისიებში კიდევ ერთხელ განიხილავენ. რიგგარეშე სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული.