მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დღეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება. მასთან ერთად ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავაც არიან ბრალდებულნი. საუბარია 7 ნოემბრის მოვლენებზე. წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის განხილვასთან ერთად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების ან შეცვლის საკითხი განიხილება. 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურა ყოფილ ჩინოსნებს დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილსაც ედავება. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული.