დღეს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება. წინასასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მტკიცებულებების დაშვება- დაუშვებლობის საკითხი განიხილება. ვალერი გელაშვილზე 2005 წელს შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც მან სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. პროცესი დღეს 14 საათზეა ჩანიშნული.