დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ვალერიან გრძელიშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, დაჭრილ სამართალდაცველს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდება. დეტექტივის თანაშემწე გრძელიშვილს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ვალერიან გრძელიშვილსა და ბექა მარგიშვილზე თავდასხმა 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან განხორციელდა, რის შედეგადაც მარგიშვილი გარდაიცვალა, გრძელიშვილი კი მძიმედ დაიჭრა.