შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ინფორმაციით, თბილისსა და ბორჯომში პოლიციელებს ერთიდაიმავე მამაკაცმა ესროლა. იზორიას განცხადებით, ამოღებული მასრებითა და ექსპერტიზით დასტურდება, რომ გასროლა ერთი იარაღიდან მოხდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.